წყარო:
მამობრივი დარიგებანი
სოფელმან იგი ვერ იცნა - ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)
სოფელმან იგი ვერ იცნა - ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)
ღვთიური და ზეციური ნიჭის მომცემელს ეს ქვეყანა უგულებელყოფს, რის გამოც სოფელი უბედური და ცოდვისგან კეთროვანია. ანგელოზებს კი, რომლებიც უფალს ჭვრეტენ, რარიგ უყვართ და ემსახურებიან მას! ასეთი ჭვრეტისა და სიყვარულის თანაზიარია მონაზონიც, რომელიც შეიგრძნობს უფალს. ხოლო „სოფელმან იგი ვერ იცნა“ (იოან. 1, 10) და ამიტომ გული ჭირითა და მწუხარებით აქვს სავსე.