ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

გულს ნუ ატკენთ სულიერ მამას

გულს ნუ ატკენთ სულიერ მამას

მორჩილება მორჩილის პანაგიაა. როგორც პანაგია გამოარჩევს ეპისკოპოსს მღვდლისგან, ისე – მორჩილება კარგ მორჩილს ურჩისგან. გიყვარდეთ თქვენი სულიერი მამა და მას როგორც უფალს, ისე დაემორჩილეთ. იერარქიულად მოძღვარს მემკვიდრის ადგილი მიეცა. დიდ მადლს მოიპოვებთ, თუკი ღვთის გულისთვის მას დაემორჩილებით. სულიწმიდა რომ არ დაამწუხროთ, გულს ნუ ატკენთ სულიერ მამას, რომელიც სულიწმიდის ცხებულია, როგორც მოციქულთა მემკვიდრე. მოძღვრები მოციქულთა უკანასკნელი მემკვიდრეები არიან და ეს ადგილი სულიწმიდის მადლით იერარქიულად აქვთ მინიჭებული. ამიტომ მათი დამამწუხრებელნი სულიწმიდას ამწუხრებენ.
თემატური კითხვები
0