წყარო:
მამობრივი დარიგებანი
რა მოხდება? ვცხონდები თუ არა?
რა მოხდება? ვცხონდები თუ არა?
სიმხდალეს დიდწილად სინდისი აყალიბებს. სინდისი აუწყებს სულს, რომ ისე არ იცხოვრა, როგორც საჭირო იყო. არ მოაწესრიგა, არ განასპეტაკა საქორწილო სამოსელი და მეუფის წინაშე გამოჩენის რცხვენია, ფიქრობს: „რა მოხდება?“ „კი თუ არა?“ „ვცხონდები თუ არა?“ მაგრამ თუ სული ცოდვების აღიარების გარეშე, სრულიად მოუნანიებელი მიდის, ვაი მას. ესაა ბოროტი დღე, რომელზეც წინასწარმეტყველი იერემია მიგვანიშნებს (იერ. 17, 16).