ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

რა საშინელი საკითხია - სად მოხვდება თითოეულის სული!

რა საშინელი საკითხია - სად მოხვდება თითოეულის სული!

რა საშინელი საკითხია, სად მოხვდება თითოეულის სული! ოჰ, როგორ გვაცდუნებს გულმავიწყობა და მცონარობა, უპირველესად მე! შემაძრწუნებელია ფიქრი, მივაღწევთ თუ არა მიზანს. ადამიანი მთელი არსებით ძრწის იმაზე ფიქრისას, თუ რა მოხდება ბოლოს! როგორ ბრძოლას გაივლის სული ხორცთან გაყრისას, ან როცა წიგნები გადაიშლება და ყოველივე დაფარული გამოაშკარავდება! „ვითარი სასჯელი იყოს ჩემ შორის მიდგომილისა ცოდვასა შინა?" მოწყალე, მოწყალე მექმენ, ტკბილო იესო. შენს მოწყალებას მივანდობ ჩემი სულის განწირულობას.
თემატური კითხვები
0