წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)
თემა: სიწმინდე

სრულყოფილი და ყოვლადნეტარი სიწმინდის საზღვარი და უკიდურესი საფეხური არის ის, რომ ცოცხალი და

სრულყოფილი და ყოვლადნეტარი სიწმინდის საზღვარი და უკიდურესი საფეხური არის ის, რომ ცოცხალი და არაცოცხალი, პირუტყვი და პირმეტყველი არსებების ხილვა ერთნაირ განწყობილებას ბადებდეს კაცში. დაე მათ ვინც სიწმინდე მოიხვეჭა, ნუ ეგონებათ, რომ თავისი მცდელობით მიაღწიეს ამას, რადგან საკუთარი ბუნების დაძლევა შეუძლებელი რამ არის და სადაც ბუნება იძლევა, იქ იმის ყოფნა უნდა შეიცნოთ, ვინც ბუნებაზე უპირატესია, რადგან სრულიად უდავოა, რომ მცირე უპირატესის მიერაა ძლეული.
 
0