ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

იბრძოლე, შვილო, რადგან საღვთო გზა ვიწრო და ეკლიანია არა თავისი ბუნებით, არამედ ჩვენი ვნებების გამო.

იბრძოლე, შვილო, რადგან საღვთო გზა ვიწრო და ეკლიანია არა თავისი ბუნებით, არამედ ჩვენი ვნებების გამო. და რადგან გვსურს გულიდან ეკლიანი ფესვების – ვნებების ამოძირკვა და იქ სასარგებლო მცენარეების დარგვა, ბევრი შრომა მოგველის, ხელები დაგვისისხლიანდება და ოფლშიც გავიწურებით; ამდენი ფესვის, ანუ ვნების ნახვისას დროდადრო სასოწარკვეთასაც მივეცემით, მაგრამ სასოება ქრისტეზე, ჩვენი სულების მკურნალზე უნდა დავამყაროთ და გულის ნიადაგი ყოველდღიურად დავამუშაოთ, გავწმინდოთ. მოთმინება, გლოვა, სიმდაბლე, მორჩილება, ნების მოკვეთა – ეს ყველაფერი ხელს უწყობს მის დამუშავებას. ძალღონე არ დავიშუროთ და ღმერთი, რომელიც ჩვენს შრომას ხედავს, მოვა, აკურთხებს მას და წარმატებას მივაღწევთ.
თემატური კითხვები
0