ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

ნუ დამალავ გულისსიტყვებს, რადგან მახეში გაებმები

ნუ დამალავ გულისსიტყვებს, რადგან მახეში გაებმები

ნუ ფიქრობ, რომ მოძღვრის შესახებ ასეთი აზრი შენგან მოდის. არა, შვილო, ეს ეშმაკისაა. შენი სული სუფთაა. ეშმაკი უწმინდურია და ჩვენს გონებაში მსგავსი ფიქრები მოაქვს. ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ეს ჩვენი ფიქრებია და ამით დაგვამწუხროს. ამგვარი მწუხარება ეშმაკისგანაა და ამაზე მიანიშნებს უდებება სულიერ მოვალეობათა მიმართ. ღვთისგან რომ ყოფილიყო, ყველაფრის მიმართ გულმოდგინე ვიქნებოდით.

შენი მოძღვარი არ გაგიმწარებია, როგორც შენ გგონია. მოძღვარმა გამოცდილებიდან იცის, რომ ეს ეშმაკისაა და არა შენი. ასე იმიტომ მოგეჩვენა, რომ შეწუხებულიყავი და გულისსიტყვის თქმა ვეღარ გაგებედა. არა, რამდენჯერაც მოვა ასეთი და მსგავსი გულისსიტყვა, იმდენჯერ მიდი და თავისუფლად თქვი; ისინი მაცდურს მოაქვს, რომ შეგვრცხვეს და აღსარებაში არ ვაღიაროთ, შემდეგ კი ერთიანად გადაგვყლაპოს. ფრთხილად იყავი, ნუ დამალავ გულისსიტყვებს, რადგან მახეში გაებმები.

თემატური კითხვები
2