შიში, რომელიც ღამღამობით გიპყრობს, ბოროტისგანაა და მას ღვთისადმი რწმენით დაამარცხებ. იფიქრე, რომ
შიში, რომელიც ღამღამობით გიპყრობს, ბოროტისგანაა და მას ღვთისადმი რწმენით დაამარცხებ. იფიქრე, რომ ღმერთი ყველგან სუფევს. „მის მიერ ცხოველ ვართ და ვიქცევით და ვართ“ (საქმე. 17, 28). თუ ღმერთი არ დაუშვებს, ცუდი არაფერი მოხდება. თუნდაც ეშმაკთან და გარეულ მხეცებთან აღმოვჩნდეთ, ღმერთი იქაც იქნება! ეშმაკი და მხეცები ვერაფერს გვავნებენ, თუ ამის უფლება ღვთისგან არ მიეცათ.
მაშ, რატომ ვცხოვრობთ ამ მაცხონებელი ღვთაებრივი ჭეშმარიტების გარეშე, ღვთის განგებულების რწმენა გვაკლია და იმის გვეშინია, რაც არ არის საშიში? როგორღა შემემთხვევა უბედურება, როცა უფალი მბრძანებლობს ეშმაკზეც, ბოროტ ადამიანზეც და ყველაფერზე, რასაც შეუძლია მავნოს? ან წმინდა ანგელოზი, რომელიც ადამიანის მფარველია და ღმერთმა მის გვერდით ყოფნა უბრძანა, როგორ დაუშვებს, რაიმე შეემთხვეს ადამიანს, თუ ეს უფლის განგებულებით არ მოხდება?
ამიტომ, შვილო, გამხნევდი და როცა ასეთი შიში შეგიპყრობს, თქვი: „ვისი უნდა მეშინოდეს? ვის შეუძლია რაიმე მავნოს, ყველაფერს ხომ ღმერთი განაგებს? „ვიდოდიღათუ შორის აჩრდილთა სიკუდილისათა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ ჩემ თანა ხარ" (ფსალმ. 22, 4). თან იესოს ლოცვა იმეორე და ნურაფრის შეგეშინდება. მტკიცედ გწამდეს რწმენის ჭეშმარიტება.