ავტორი:
იოსებ ათონელი (ისიხასტი)
წყარო:
წერილები და ლექსები
მიწა, ტალახი და თიხა ვარ, ისაა ჩვენი პირველი დედა!
მიწა, ტალახი და თიხა ვარ, ისაა ჩვენი პირველი დედა!
ვინც ეძიებს და სურს მადლი მიიღოს, რომ ღმერთმა ის მუქთად მისცეს, პირველ რიგში, კარგად უნდა გააცნობიეროს თავისი არსება, „შეიცნოს თავი თვისი“. ესაა ნამდვილი ჭეშმარიტება. რამეთუ ყველაფერს აქვს თავისი საწყისი, დასაბამი. თუ არ გაიგებ, რა არის საწყისი, ვერც [საწადელ] მადლისმიერ ბოლოს მიაღწევ. ხოლო დასაბამი, საწყისი და ჭეშმარიტება არის ის, რომ კაცი მიხვდეს, რომ არის არარაობა, რომ ყველაფერი არარაობისგან შეიქმნა. [უფალმა] „თქვა და შეიქმნნენ, ბრძანა და დაიბადნენ“. თქვა, და შეიქმნა დედამიწა. და აიღო თიხა, შექმნა უსულო ადამიანი, უგონებო, თიხის კაცი. ესაა შენი არსება. ეს ვართ ყველანი, მიწა და ტალახი. ეს არის პირველი გაკვეთილი იმისთვის, ვისაც სურს მიიღოს და მარადიულად შეინარჩუნოს კიდეც მადლი. აქედან შეიძენს [ნამდვილ] შემეცნებას და აქედან იშვება, სიმდაბლე – არა მარტო ცარიელი სიტყვებით ილაპარაკოს კაცმა თავმდაბლურად, არამედ მტკიცე საფუძველზე მდგარმა გამოთქვას ჭეშმარიტება: „მიწა ვარ, ტალახი ვარ, თიხა ვარ“, ისაა ჩვენი პირველი დედა.