წყარო:
მამობრივი დარიგებანი
თემა:
ვნებები, მონაზონთათვის, ბოროტი აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები, გონებაში წარმოსახვა, წარმოდგენა
მთელი ბოროტება სწორედ წარმოდგენიდან მოდის
მთელი ბოროტება სწორედ წარმოდგენიდან მოდის
როცა ადამიანი წარმოდგენას დაუთმობს, მაშინ მას ცოდვის გულისსიტყვები სძლევს. ამრიგად, მთელი ბოროტება სწორედ წარმოდგენიდან მოდის! და თუ ადამიანის სულიერი, გონებრივი ხომალდი ბევრჯერ ჩაძირულა და სიამოვნებისმოყვარე წარმოდგენისგან არაერთგზის დაჭრილა, კვლავ დაბრუნებული სატანა მსგავს წარმოდგენებს მათ გონებაში წარმოაჩენს და ადამიანი მაშინვე ტყვევდება. ამიტომ, ვნებები და წარმოდგენები რომ არ გამყარდეს და მომძლავრდეს, მონაზონი დათმობაზე არ უნდა წავიდეს.