ავტორი:
ილია II
ასევე აღადგენს ყველა მისიანს
ასევე აღადგენს ყველა მისიანს
„როგორც ქრისტემ აღადგინა თავისი თავი, ასევე აღადგენს ყველა მისიანს“ (I კორინ. 15,23), ოღონდ მეორედ მოსვლის შემდეგ და ეს ჟამი ყველასთვის ერთდროულად დადგება; პირველმშობლების დროიდან მოყოლებული, ვიდრე ქვეყნის აღსრულებამდე მყოფნი ღვთისსათნო სულნი სულიერ სხეულს შეიმოსავენ და სრული სიხარულით ყველა ერთად განიხარებს (ებრ. 11,40); ცოდვილნიც შეიმოსავენ უხრწნელ სხეულს, ოღონდ მარადიული ტანჯვისთვის.