ავტორი:
ილია II
რა საჭიროა ეკლესიაში მღვდელთან მისვლა?
რა საჭიროა ეკლესიაში მღვდელთან მისვლა?
ზოგჯერ ამბობენ: რა საჭიროა ეკლესიაში მღვდელთან მისვლა? განა არ შეიძლება თვით უფალს უთხრა შენი ცოდვები და მოინანიო მის წინაშე? ასეთ ადამიანებს არ ესმით აღსარების საიდუმლო და მღვდლის შენდობის ძალა. აღსარება განწმედაა, მეორე ნათლობაა, როგორც მას წმ. მამები უწოდებენ, იგი შერიგებაა ღმერთთან, შინაგანი სიმშვიდეა, დაწყნარებაა.
როდესაც ჩვენი სულიერი ჭურჭელი განსპეტაკდება, თავმდაბლად და კრძალვით უნდა მივიღოთ წმიდა ზიარება.