თემა: ღვაწლი

45. გონებით შეჭირვებული და ხორცით შვებული მსგავსია სხეულით შეჭირვებულისა და გონებით განცხრომილისა (ანუ ორივე მათგანი არასრული მოღვაწეა). 46. ორივე მხრივ ნებსითი შეჭირვებულობა შეეწევა ურთიერთს, კერძოდ, გონებისმიერი – ხორციელს, ხორცისმიერი კი – გონებისეულს, რადგან მათი თანაშერთულობა კიდევ უფრო სამძიმოა (იგულისხმება, რომ ორიმხრივი „შეჭირვებულობა“ ანუ ორმხრივი ასკეზისი კედევ უფრო მძიმე ტვირთია და რომ არა სულისა და ხორცის თანაშეწევნა საერთო ღვაწლში, ეს ტვირთი ძნელად ასატანი იქნებოდა ადამიანისთვის).
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები