ავტორი:
წმ. მარკოზ მონაზონი(განშორებული)
თემა: ღვაწლი
225. მაშ, გვმართებს, რომ ზემოთქმულთა მიმდევრობის შესაბამისად ვეცადოთ სახლის პოვნას და ლოცვაში განმტკიცებულებმა დავაკაკუნოთ მასზე (მ. 7.7), რომ ან ამ ცხოვრებაში ანდა გარდაცვალებისას გაგვიხსნას უფალმა კარი და არკი მოხდეს ისე, რომ გვითხრას მან ჩვენ, ღვაწლის არმქონეთ: „არ გიცნობთ თქვენ, საიდან ხართ“ (ლკ. 13.25); ხოლო არამარტო ის გვმართებს, რომ ვითხოვოთ და მივიღოთ, რამედ ისიც, რომ ბოძებული დავიცვათ, რადგან არიან მავანნი, რომლებიც მიღების შემდეგაც კი წარწყმდნენ. ამიტომაა, რომ ზემოთქმულ საქმეთა ლიტონ ცოდნას ანუ, რაც იგივეა, შემთხვევით გამოცდილებას, შესაძლოა, გუშინ განსწავლულები და ახლებიც მოიპოვებენ, მაგრამ მოთმინებით ხანგრძლივად ღვწას ძლივს ახერხებენ ის ბერებიც კი, კეთილმსახურნი და დიდად გამოცდილნი რომ არიან, რომლებმაც ხშირად უყურადღებობის გამო წარწყმიდეს მიღებული და ნებაყოფლობით შრომათა მიერ ახლად იძიეს და ჰპოვეს კიდეც. ამიტომ, ჩვენც ნუ დავცხრებით ამგვარად ღვწისგან, ვიდრე არ მოვიპოვებთ მას, წარუპარველს.