ავტორი:
წმ. ევსუქი ხუცესი
წყარო:
სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) [გვ. 253]
თემა:
გულის განწმენდა
156. წარმოსახვებისგან სრულიად გაუცხოებული (დაცლილი, დაცარიელებული) გული შობს საღვთო და საიდუმლოებით
156. წარმოსახვებისგან სრულიად გაუცხოებული (დაცლილი, დაცარიელებული) გული შობს საღვთო და საიდუმლოებით აზრებს, თავის შიგნით მტოკავთ, ისევე როგორც ეს ხდება დაწყნარებულ ზღვაში, სადაც ტოკავენ თევზები და ყურყუმელაობენ დელფინები; და უნიავებს, ერთი მხრივ, ზღვას მსუბუქი ნიავი, მეორე მხრივ კი გულის უფსკრულს სულიწმინდა, ხოლო „რადგან, – ამბობს, – ხართ ძეები, მოავლინა ღმერთმა სული თავისი ძისა თქვენს გულებში, მღაღადებელი: ამბა მამაო (შდრ. გალ. 4.6)
|