ავტორი:
წმ. სერაფიმე საროველი
თემა: ზიარება
თუნდ ოკეანე გავავსოთ ცრემლით, უფალს მაინც ვერ მივუგებთ თავისი წყალობის შესაფერის საზღაურს. იგი ხომ ჩვენს განსაწმენდად ცხოველსაყოფად და აღსადგენად თავის უხრწნელ ხორცსა და სისხლს გვაძლევს. ასე რომ, მტკიცედ იყავი, ნუ გრცხვენია, მხოლოდ იწამე, რომ ჭეშმარიტად ჩვენი უფლის ხორცი და სისხლია, რომელიც ჩვენივე ცოდვებისაგან განსაკურნებლად გვეძლევა