ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: აღსარება
როდესაც დავით წინასწარმეტყველმან ღრმად იგრძნო ცოდვა თვისი და აღუარა იგი ღმერთსა, გული მისი დამშვიდდა და სთქვა: "ამისთვის ილოცევდეს შენდამი ყოველი წმიდა ჟამსა შეწყნარებისასა, ხოლო რღვნა წყალთა მრავალთა მას არა მიეახლოს". რღვნა წყალთა ნიშნავს აქ ყოველსა ცოდვასა და შფოთსა ქვეყნისასა. არ მიგეახლებიან შენცა ესენი უკეთუ კეთილად ილოცე, უზაკველად შეიგონე და აღუარე ღმერთსა ცოდვა შენი, რომელიცა მოგცეს შენ ღმერთმან. ამინ.