image

თემა: ზიარება

კაცი უდები და უზრუნველი მსუბუქად აღასრულებს საქმესა ამას, ვითარცა ერთსა უბრალოსა ჩვეულებასა; გარნა შენ, ძმაო ჩემო, ისრეთ უნდა ემზადებოდე აღსარებასა და ზიარებასა, როგორითაც ერთსა უმთავრესსა და უსაჭიროესსა საქმესა, რომელსა ზედა დამოკიდებულ არს შენი სიცოცხლე და ბედნიერება; ყოველი ძალი და სიმტკიცე სულისა შენისა უნდა მოიხმარო ამ საქმისათვის. ეცადე, რომ ზიარებამ მოახდინოს შენში ცვლილება, დასტოვოს შენ გულში კვალი და ნიშანი. ეს დამოკიდებული არს ღვთის მადლზედ, მეტყვის ვინმე. მართალია, ძმაო, მაგრამ შენზედაც არის დამოკიდებული. რა ზომად დაემორჩილები ღმერთსა და ღირსი გახდები, იმზომად მიიღებ მადლსა ღვთისასა. ეცადე, რომ ის გრძნობა და ის მიდრეკილება, რომელიცა გაქვს გულში მიმავალსა ზიარებისადმი, დარჩეს მარადის შენთან. რა სასარგებლო იქმნება შენთვის, თუ ამ ერთის კვირის განმავლობაში ერიდები ცოდვას და მერმე კვალადვე მიიქცევი ცოდვისადმი; ახლა შეურიგდები და შეუნდობ ყოველს კაცს და მომავალში ხელახლად იწყებ ჩხუბსა და მტერობასა; ახლა გაქვს გული წყნარი და ლმობიერი, დახშული ყოვლის ცუდის ჰაზრისა და საქმისათვის, ხოლო მომავალში გახსნი გულსა და შეუშვებ მას შინა ყოველსა ცოდვასა.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები