წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
თემა: დედაკაცი

ხოლო აწ, ვითარცა იცით და ხედავთ თქვენ ყოველნი, იცვლება და სხვნაირად იწყობა გაზრდა, სწავლა და

ხოლო აწ, ვითარცა იცით და ხედავთ თქვენ ყოველნი, იცვლება და სხვნაირად იწყობა გაზრდა, სწავლა და ცხოვრება ქალთა. როდესაც მე ვხედავ ამ ცვლილებასა და როდესაც წარმოვიდგენ, რომ ცოტა ხანს უკან ეს ცვლილება უმეტესად განვრცელდება, ძველი წესი და წყობილება სრულიად დაუთმობს ადგილს ახალ წესსა და წყობილებასა, უნებრივად გამიჩნდება გულში ფიქრი: უმჯობესნი იქმნებიან ქალნი შემდგომ ესრეთისა ცვლილებისა, ესე იგი უმჯობესნი ქრისტიანენი იქმნებიანა მაშინ ქალნი, ვიდრემდის იყვნენ უწინდელსა მდგომარეობასა შინა?
 
0