ავტორი:
მთავარეპისკოპოსი ზოსიმე
თემა:
მარხვა
საკვების შემცირებით, ძმანო, ჩვენ ვამარხულებთ ხორცს ჩვენსას, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გარდა
საკვების შემცირებით, ძმანო, ჩვენ ვამარხულებთ ხორცს ჩვენსას, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გარდა ხორცისა, ადამიანს გააჩნია სული, რომელიც ასევე საჭიროებს განწმენდას. სულიერი მარხულობა კი ზორციელი მარხვის გარეშე შეუძლებელია. ეს უკანასკნელი კი საჭიროა იმისათვის, რომ ადამაინში არ წარმოიშვას ცუდი აზრები, ფიქრები, სურვილები და წარმოსახვანი. ხორციელი სიმაძღრის დროს ადამიანის ვნმებები უფრო მეტად აღიგზნებიან. ვნებათა დასამშვიდებლად საუკეთესო საშუალებაა მოთმინება, თავდაჭერა ნოყიერი საჭმელისაგან, თბილი ქვეშაგებიდან, გართობიდან და სხვა. განსაკუთრებით კარგია მარხვისას ნაკლები ლაპარაკი ან საერთოდ დუმილი.
|