ავტორი:
სულხან-საბა ორბელიანი
თემა:
მოუთმენლობა
ვაი, რა საზარელი და ძნელი არს! თუცა, ძმანო, აქა ამა წუთისა სოფელსა ძნელ არს მოთმენა შიმშილისა და
ვაი, რა საზარელი და ძნელი არს!
თუცა, ძმანო, აქა ამა წუთისა სოფელსა ძნელ არს მოთმენა შიმშილისა და წყურვილისა, ადვილ არს ჯოჯოხეთსა შინა საუკუნო შიმშილი, საუკუნო წყურვილი და ხმობა ენათა? თუცა აქა არა მოითმინების სიცხე და სიცივე, ვითარ დაითმენთ მარადის მოუკლებელად ცეცხლითა წვასა, მდინარესა ცეცხლისას. ჯდომასა მდუღარისა კუპრისა ტბათა ცურვასა, აღნთებულსა წუნწუბასა შინა დაღუპვასა, ფისსა მფოფინარსა შინა დანთქმასა? თუცა აქა ვერა მოითმენთ ყვედრებასა, ბოროტის ზრახვასა, გინებასა, ვითარ დასათმენელ არს მარადის მძვინვართა ეშმაკთაგან საკვირველი ყვედრება, ბილწი გინება, უცხო და უცხო შინება, საზარელნი ოცნებანი, შესაძრწუნებელი ჩვენებაები? თუცა აქა ვერ მოითმენთ მცირედ ჟამ დუმილით იყოთ და ბოროტსა არა ზრახევდეთ, ვითარ მოითმენთ ჯოჯოხეთსა შინა დაუცადებლად კვნესასა, მარადის ვაებასა, წამ და წუთ ღაღადებასა, დღე და ღამე კივილსა და კრჩხიალებასა და არავისგან შებრალებასა? თუცა აქა ვერ მოითმენთ შიშლოებასა და მცირედისა ქონებასა, ვითარ დაითმენთ ცეცხლისა ალითა შემოსასა, ცეცხლისა ჯაჭვებისა შეკრვასა, ცეცხლისა ვეშაპებთა თანა ყოფასა, უკვდავთა გველებთა ყელთა და წელთა ხვევნასა, ასპიტთა და იქედნეთა ძუძუთა ზედა კიდებასა, მატლთა უძილთა ხვევნასა?
|