ავტორი:
სულხან-საბა ორბელიანი
თემა:
მოუთმენლობა
ვითარცა ზღვასა მყუდროსა შინა კეთილმავალსა ნავსა ეკვეთნეს ქარნი სასტიკნი და შეახეთქნეს კლდესა და
ვითარცა ზღვასა მყუდროსა შინა კეთილმავალსა ნავსა ეკვეთნეს ქარნი სასტიკნი და შეახეთქნეს კლდესა და დაინთქეს შემუსვრილი, ეგრეთვე სული მყუდრო რა იყოს გონება შინა თვისსაა, ოდეს ეცეს ქარნი უთმინოებისა, იგი დაინთქმის სიღრმესა ქვესკნელისასა.
რამეთუ ესავ უთმინოებამან წარწყმიდა და მიეღო პირმშოება, ვინაითგან ვერტ მოითმინა მცირედ ჟამ ოსპისა უჭმელობა და საძაგელ ღმრთისა შეიქმნა და მიეღო კურთხევა მამისა.
უთმინოება არს აღმაგზნებელი ცეცხლთა გენიისათა დასაწვავად თავისა თვისისას, რამეთუ უთმინოება დასთესს ყოველსა ცოდვასა და აღაორძინებს და ნაყოფიერ ჰყოფს, ამისთვის რამეთუ არა არს სიბოროტე ქვეყანასა ზედა, რომელიცა უთმინოებისა მიერ არა იშვებოდეს. ვითარცა თევზი განაშორო წყალთა და წამსა შინა მოკვდეს, ეგრეთვე რომელისა ცოდვა განაშორო უთმინოებასა, წამსვე შინა განქარდეს. ვითარცა აბედი მიუპრა სიმრავლესა ნაკვერცხალთასა და მოედვას ცეცხლი, ეგრეთვე უთმინოება რა იხილონ ცოდვათა სიმრავლემან, ზედან შეეწებნენ.
|