ავტორი:
სულხან-საბა ორბელიანი
თემა:
მოუთმენლობა
ნუ, ძმანო უთმინოებასა ესე ყოველივე წინა უხსენ, ოდესცა მოვიდეს და ამისგან უძნელესი უკანასკნელ სხვა:
ნუ, ძმანო უთმინოებასა ესე ყოველივე წინა უხსენ, ოდესცა მოვიდეს და ამისგან უძნელესი უკანასკნელ სხვა: ოდეს მოვიდეს ქრისტე განსჯად ცოცხალთა და მკვდართა, ოდეს დაჯდეს საყდართა დიდებისათა, და ყოველნივე მეფენი და მთავარნი მის წინაშე დგენ შეძრწუნებულნი და ქვედადრეკილნი, და გვეტყოდეს:
- აწ, ერო ჩემო, რჩეულო ჩემო, თქვენთვის დავმდაბლდი, თქვენთვის განვხორციელდი, თქვენთვის ტანჯვანი თავს ვიხსენ, - გვიჩვენოს თავი თვისი ეკლის გვირგვინისაგან ნაწერტი, პირი ნანერწყვი ურიათაგან, ბეწნი ნაგვემნი, ყვრიმალნ ნაცემნი, ხელნი და ფეხნი დასმჭვალულნი, გვერდნი განგვრემულნი, - ესე ყოველი თქვენთვის დავითმინე, რათა ჯოჯოხეთით გიხსნა. აწე თქვენ რა უკვე მოითმინეთ ჩემთვის, რა ძღვენი მოგიღებიესთმოთმინებისა? – მომართუთ მე!
ვაი, რა-მე მიუგოთ, მითხარით მე?
მაშინ დიდად სირცხვილეულნი იქმნებიან უთმინონი კაცნი! საზარელ არს მას დღესა განვარდნა პირისაგან მისისა, უძნელეს არს ყოველთა ტანჯვათა ჯოჯოხეთისათა. მაშინ ვინღა იყოს შემწე მისი? რომელიღა გამოჩნდეს მეოხი მისი, ოდეს გამოხდეს განჩინება და მიეცეს ეშმაკსა წარმწყმედელსა?
ნუ, ძმანო საყვარელნო! შევიშინოთ დღისა მისთვის და ჟამისა და აწე სოფელსა ამას შინა მოვითმინნეთ ჟამნი მოსათმენელნი, რათა არა ძნელსა მას და უთმინოთა მოსათმენელისა მოთმენად შევიქმნეთ. აქვე თავს ვიდვათ წუთისა ამის ჟამისა ჭირნი და შრომანი, რათა მას ძნელსა ჭირსა და პყრობილობასა განვერნეთ და საუკუნოისა სატანჯველთაგან ვიხსნეთ და ქრისტეს თანა ვიხარებდეთ უკუნისამდე, ამინ.
|