ავტორი:
სულხან-საბა ორბელიანი
თემა:
მოუთმენლობა
უთმინოება იქმს ცრუფიცობასა და დღესასწაულთა არა დამარხვასა. უთმინოება შეიქმს არა პატივისცემასა
უთმინოება იქმს ცრუფიცობასა და დღესასწაულთა არა დამარხვასა. უთმინოება შეიქმს არა პატივისცემასა მამადედათა თვისთა. უთმინოება იქმს ბრძოლასა და კაცის კლვასა. უთმინოება განამრავლებს პარვასა და ავაზაკობასა და დაცემასა. უთმინოება აღადგენს ლირწებასა, სიძვასა და მრუშობასა. უთმინოება ასწავლის ცილისწამებასა და შურსა და ნდომასა ხვასტაგთა მოყვასთა და მეზობელთათა. უთმინოება ესრეთ ათთავე მცნებათა სჯულისათა დამხსნელ და გარდამავალ ექმნებიან.
|