ავტორი:
სულხან-საბა ორბელიანი
თემა:
მოუთმენლობა
უთმინოთა კაცთა ლოცვასა არა შეისმენს ღმერთი, ამისათვის, ვინაითგან ყოველთა ცოდვათა აღმაორძინებელ არიან
უთმინოთა კაცთა ლოცვასა არა შეისმენს ღმერთი, ამისათვის, ვინაითგან ყოველთა ცოდვათა აღმაორძინებელ არიან უთმინოთა კაცთა არა მეოხ ექმნებიან, წმიდანი ღმრთისანი, რამეთუ გარდამავალ სჯულისა არიან. უთმინოსა კაცსა არა წარუძღვებიან წმიდანი იგი მომთმინონი მოწამენი და მამანი მიყვანებად უფლისა თანა, რომელთა მოითმინეს ამის სოფლისა მიერი მათ ზადა მიღებულნი ტანჯვანი, ცეცხლი და მახვილი, ვინაითგან ვერ ჰპოვებენ მაშინ სათნოებისა მცირესა. პეტრე, თავი მოციქულთა, არა განგიღებს კარსა სასუფევლისასა, რომლისა ჰქონან კლიტენი მისნი, რომელმან მოითმინა ქრისტესათვის თავდამოქცევით ჯვარცმა. მოციქულნი არა მოეგებებიან უთმინოსა კაცსა, რომელთა დაითმინეს შრომა, ქვეყნით ქვეყნად სვლა, გვემა, ტანჯვა, ჯვარცმა, განხერხვა, ტყავთა განხდა და თვითოფერი სიკვდილი. ქრისტესა ვერ იხილავს უთმინო კაცი, რომელმან დაითმინა ჩვენ, ცოდვილთათვის ფრიადი შრომა, განსყიდვა, შეპყრობა, გვამა, ნერწყვა, ჯვარცმა და მრავალსახე სატანჯველი სხვანი. უთმინო კაცი არამცირედსა ხანსა და უეჭველად ჯოჯოხეთსა დაემკვიდრების, სადა საუკუნოდ მოთმენად არს ტანჯვისა.
|