მრისხანე კაცი უფალთა თვისთა აწყინებს, უპატიოსნესთა თვისთა აწუხებს, მოყვარეთა აყვედრებს, მეუღლეთა

მრისხანე კაცი უფალთა თვისთა აწყინებს, უპატიოსნესთა თვისთა აწუხებს, მოყვარეთა აყვედრებს, მეუღლეთა აგინებს, შვილთა სწყევლის, მოყვასთა რისხავნ, მეზობელთა ჰხვედნის, მონათა და მხევალთა სტანჯავნ, თავთა თვისთა ზედასა-ზედა შეიჩვენებნ, პირუტყვთა კვერთხითა ჰგვემნ, ჭურჭელთა შემუსრავნ, რომელთამე განხეთქნ, ღმრთისათვის დრტვინავნ, ჰაერთა სწუნობნ, სიცხეთა სძაგებნ, სიცივეთათვის ბოროტს მზრახველობს, წვიმათათვის წუხნ, გვალვათათვის ვაებნ. მრისხანე კაცი უქონელობისათვის ტირნ, ქონებისათვის იბრძვის, შიმშილისათვის ოხრავნ, სიმაძღრისათვის კვნესის. რაღასა ვაგრძელებ, ყოველთა ჟამთა მრისხანეობნ: არა დაყუდნების, არა დამშვიდნების, არა დასცხრების წუთსაცა ერთსა.
 
თემატური კითხვები
0