მრისხანესა კაცსა მტერი რადმცა უნდა? თვით არს მტერი თავისა თვისისა. მტერი უმტერებს ერთჰერ ანუ ორჯერ,

მრისხანესა კაცსა მტერი რადმცა უნდა? თვით არს მტერი თავისა თვისისა. მტერი უმტერებს ერთჰერ ანუ ორჯერ, და იგი დაუცადებელ არს თავისათვის მტერ.
    უკეთუ წვეთი მარადის სიპთა ქვათა დასდიოდეს, ლბილი წყალი მას განხვრეტს და შევალს, ხოლო მრისხანისა კაცისა გულთა კეთილი სწავლა არა შევალს. რკინასა ფიცხელსა და უცნობოსა, ფეშხუმთა ზედა მდებარესა, ფეშხუმთა ქვეშე მაღნინტი რა განავლო, შესძრავს, და მრისხანესა კაცსა ყურთა შინა საღმრთო სწავლა შთაუგდო, ვერა შესძრავს.
    ამისთვის იტყვის სოლომონ იგავსა შინა: "უგუნური იგი დღითიდღე მიუთხრობნ რისხვასა, ხოლო იფარავნ უპატიოებასა გონიერი".
    ჰხედავა, საყვარელნო, ვითარ საძაგელ არს წინაშე ღმრთისა მრისხანება? რამეთუ თვით თავადსა ღმერთსა რაოდენსა შევსცოდებთ და წინაშე მისსა რაოსდენსა ბოროტსა ვყოფთ, და არა განგვირისხნების, რომლისათთვის იტყვის დავით ფსალმუნსა შინა: "არა სრულიად განრისხნეს, არცა უკუნისამდე ძვირი იხსენოს".
 
თემატური კითხვები
6