მრისხანისა კაცისა მეგობრობა მსგავს არს ასპიტისა ხელთა ჭირვასა, რომელსა მარადის აქვს გესლი

მრისხანისა კაცისა მეგობრობა მსგავს არს ასპიტისა ხელთა ჭირვასა, რომელსა მარადის აქვს გესლი მაკვდინებელი. მრისხანისა კაცისა მოყვარობასა უმჯობეს არს უბეთა შინა ჯდომა ღრიანკალისა, რომელი კუბენს თავითა და უცემს კუდითა. მრისხანისა კაცისა საუბარსა უტკბოის კოცნა ჭინჭრისა მსხუნავისა. მრისხანისა კაცისა თანა ყოფასა უფრორე განსვენება აქვს, თუცა მძინარემან დაიდვას ბალიშად გძღარბი ეკლოვანიბნ - სადითაც გარდააბრუნო, უმწერტელეს იყოს. მრისხანესა კაცსა თანა სვლასა უმჯობეს არს, რათა უხამურითა ფერხითა ვიდოდეს კუროსთავთა ზედა, რომელსა ყოვლით კერძო აქვს საწერტილი. მრისხანისა კაიცსა თანა ჯდომასა უსაწადელეს არს ქაცვთა შიგან ჯდომა მრავალკერძოვანთა. მრისხანე კაცი მსგავს არს ბზიკთა, რომელი უცემნ, კაცთა ავნებნ და თავსაც მოიკლავნ, ეგრეთვე ესეცა კუაცთა აწჰენს და თვითა თვითცა დაისჯების.
 
თემატური კითხვები
0