ცუდად მრისხანე კაცი ვერარასა სათნოებასა მოიღვაწებს და, უკეთუმცა მოიღვაწა, რისხვითავე თვისითა

ცუდად მრისხანე კაცი ვერარასა სათნოებასა მოიღვაწებს და, უკეთუმცა მოიღვაწა, რისხვითავე თვისითა დაარღვევს. ცუდად მრისხანესა კაცსა არა უვის კაცთაგანი მოყვასად, არცა კეთილისა მთქმელ, არცა ძმანი, არცა შვილნი, არცა სხვანი რაივე. მრისხანესა კაცსა ვერა შეაგონებს ერთგული, ვერა შემართებს კადნიერი, ვერასა უმჯობესსა ეტყვის თანაგანმზრახი. მრისხანე კაცი ვერასოდეს განისვენებს, ოდესცა მოცალე იყოს, ვერაოდეს მხიარულ ჰყოფს თავსა თვისსა, თუცა შვილისაცა ქორწილი აქვნდეს, ვერაოდეს მხიარულ ჰყოფს თავსა თვისსა, თუცა შვილისაცა ქორწილი აქვნდეს, ვერასოდეს დამშვიდნების, თუცა უცხონიცა შეემთხვივნენ. მრისხანისსა კაცისა და გლისპთა გულთა შინა კეთილი არა დაეთესვის.
    ამისთვის განიოტებს მოციქული პავლე რისხვასა და იტყვის: "ნუ მრისხანე, ნუ მოლალე, არამედ მშვიდ იყოს და მდაბალ".
 
თემატური კითხვები
0