
ავტორი:
წმ. ალექსი ბერი
თემა:
მრისხანება
ეს სულიერი სენი, რისხვა, არის ამპარტავნების ნაშობი, რომლის სისასტიკე მეხისებურ ძლიერებით
ეს სულიერი სენი, რისხვა, არის ამპარტავნების ნაშობი, რომლის სისასტიკე მეხისებურ ძლიერებით გამანადგურებელია სულიერ არსებათა შორის ყოველივე სიკეთისა. ამპარტავნება შობს მრისხანებას, ხოლო მრისხანება ათრობს ადამიანის გონებას და მიზეზია მოუფიქრებელ განუსჯელ მოქმედებათა. ამპარტავნება და მრისხანება მძვინვარე მტერია ადამიანთა შორის სიყვარულისა და წყაროა სიძულვილისა და განხეთქილებისა. კიდეც ამით არის ამპარტავნება საშინელი სენი რომ მისი შედეგი, გინა ნაშობი მრისხანება ბრაზ-მოსულ რისხვით შემსურავს მოყვარესა მისსა, რაზეც საღმრთო წერილი ესრეთ იტყვის: "ამპართავანთა ღმერთი შემუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი". ამპარტავანთა მოქმედების შედეგი შემუსვრაა, ხოლო მდაბლის შრომათა შედეგი მადლია და სულიერი ამაღლება.
|