
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო:
ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოსისა გაბრიელისა. I ტომი [გვ. 384]
თემა:
განრისხება
ის კაცი, რომელიც ისრე გულფიცხელია და ისე გაჯავრდება, როგორც გაცოფებული მხეცი, და გაჯავრებული არ
ის კაცი, რომელიც ისრე გულფიცხელია და ისე გაჯავრდება, როგორც გაცოფებული მხეცი, და გაჯავრებული არ დაზოგავს კაცსა, სრულიად მხეცი არის და ღვთი სახე აღარ არის მის გულში; ხოლო კაცი გონიერი და ღვთის მოშიში გულს გაიმაგრებს, არ გაჯავრდება და თუ გინდ გული მოუვიდეს და გაფიცხდეს, მაინც ისრე არ მოიქცევა, რომ მხეცს დაემსგავსოს.
|