ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: მარხვა
როდესაც კაცის სულში აღგზნებული არს ცეცხლისაებრ სულიერი მწუხარება, მაშინ ხორციელნი მოთხოვნილებანი დავიწყებულნი არიან, საჭმელი და სასმელი აღარ მოუვა კაცს გონებაში. ნამდვილად შეწუხებული, მგლოვიარე კაცი მიიღებს მხოლოდ უგემურსა საჭმელსა: „ნაცარი, ვითარცა პური, ვსჭამე და სასმელი ჩემი ცრემლითა განვზავე“, – იტყოდა შეწუხებული ცოდვითა დავით (ფსალ. 10.10). სინანული არის სულიერი მწუხარება. თუ ნამდვილად სწუხს კაცი თავის ცოდვას, როგორღა შეიძლება მან მიიღოს პოხიერი საჭმელი. დიდად ცდება, ან განგებ თავის თავს ატყუებს ის კაცი, რომელიც ფიქრობს, ვითომც შეუძლია მას კარგად ილოცოს და შეინანოს თავის ცოდვები თვინიერ მარხვისა.