
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: აღსარება
უმაღლესი მნიშვნელობა და მადლი ქრისტიანულისა აღსარებისა მდგომარეობს იმაში, რომ იგი არის ერთი შვიდთა ქრისტიანულთა საიდუმლოთაგანი, მასში მოქმედობს არა ჩვენ უღირსთა კაცთა მადლი, არამედ სულიწმინდის მაცხოვარებითი მადლი, ასე რომ გარეშე აღსარებისა და მოძღვრებისაგან შენდობის მიცემისა არ შეუძლია კაცს გამართლდეს, ცხონდეს. წმიდანი მამანი ამიტომ უწოდებენ სინანულს და აღსარებას მეორე ნათლისღებად.