წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
თემა: ანგარება

ნუ დაემორჩილები, ძმაო, ანგარებას. ნუ ხარ სულმოკლე, ნუ გაქვს შევიწროებული სული და გული, ნუ დაივიწყებ

ნუ დაემორჩილები, ძმაო, ანგარებას. ნუ ხარ სულმოკლე, ნუ გაქვს შევიწროებული სული და გული, ნუ დაივიწყებ შენს ღირსებას და მაღალს სულიერს ხარისხს, რომელიც მოგანიჭა შენ ღმერთმან. ნუ იქცევი ისე, რომ თითქოს საუკუნოდ უნდა ცხოვრობდე ქვეყანაზე. აქ სტუმარი ხარ შენ, აქაური მცირე რამე საქონლისათვის როგორ უნდა დაჰკარგო უხრწნელი და საუკუნო ნეტარება! „რა სარგებელ არს შენდა, შეიძინო სოფელი ესე, და სული წარწყმიდო, ანუ რა მისცეს კაცმან ნაცვლად სულისა თვისისა?"
 
0