თემა: სამოთხე

სამოთხე დაინერგა ღმერთისაგან ქვეყანაზედა შემდგომად ყოვლის სოფლის დაბადებისა კაცისათვისა სამოყოფად,

სამოთხე დაინერგა ღმერთისაგან ქვეყანაზედა შემდგომად ყოვლის სოფლის დაბადებისა კაცისათვისა სამოყოფად, როგორც სიტყვიერისა და გონიერისათვის, რომელიც რომ კაცი ღმრთის ხატებად და მსგავსებად დაიბადა და პატივ იცა. აღმოსავლესს უმწვერვალესსა უმაღლესსა ადგილსა, ყოვლის სიკეთით გარდაცემული, შვენიერის ჰაერით მორთული და ხეთა უკვდავთა და მარად ყვავილოვანთაგან აღმკული, რომელშიგაც არარა ცხოველთაგანი არ იმყოფება მგრძნობელი და გონიერი და მარტოდ კაცისათვის ღირსი სამყოფი. როგორც ყოვლის სოფლის ხელმწიფისა და მეფისათვის საკადრისი. და ჟამიერის ცხოვრებისათვის უცნაური და საკვირველი, სანუგეშო და უხრწნელებით ნაგები და შემდგომად რამდენთამე საუკუნეთა ღმრთის წამის ყოფითა სასუფეველად მიმცვალებელი და სულით და ხორცით ღმრთისა მიმართ.
 
3