ავტორი:
ამბროსი ნეკრესელი
თემა:
სათნოებები
ყოვლის კარგის საქმის ქმნა სათნოებად სახელიდების და ყოველი სათნოება ღმერთის ნებად ითქმის. და ყოველი
ყოვლის კარგის საქმის ქმნა სათნოებად სახელიდების და ყოველი სათნოება ღმერთის ნებად ითქმის. და ყოველი ღმრთის ნება კეთილად დაიწესების და განისაზღვრების. და ყოველი კეთილობა ბუნებით დაიწესების და განისაზღვრების. და ყოველი კეთილობა ბუნებით დაგვითესა დამბადებელმა და ყოვლის კეთილობის ქმნა გვიბრძანა იქავ დასაბამსა. და კეთილობისათვის დაბადებულთა კეთილობის ქმნაცა ბუნებითვე დაგვითესა. და მერმე გვიბრძანა და გვასწავლა ყოფნა კეთილობაშიგა წვრთა და ქცევა ნიადაგ დაუღალველათა და დაუშრომელათა. და რომ თვით თავადი ღმერთი ყოვლის კეთილობის დასაბამი არის და წყარო. ამისთვის, რაკი დაბადნა და ვინც სიტყვიერნი და გონიერნი დაგვიბადნა, კეთილობისათვის დაგვბადნა.
|