სასუფევლად ის ადგილი სახელიდების, სადაც ღმერთი დიდებისა საუკუნითგან საუკუნოდ იყო და არის. და სადაც

სასუფევლად ის ადგილი სახელიდების, სადაც ღმერთი დიდებისა საუკუნითგან საუკუნოდ იყო და არის. და სადაც საყდარი ღმრთაებისა იდიდების და წმიდად წმიდათა სახელიდების. და ექვს-ექვს ფრთენი სერაბიმნი და მრავალთვალნი ქერაბიმნი და ყოვლად წმიდანი საყდარნი იმყოფებიან, რომელთაცა ზედა და რომელთაცა შოტის ღმერთი დიდების განისვენებს ადგილსა შინა წმიდა წმიდათასა, გონიერსა და სიტყვიერსა. და გარემოს მათსა უფლებანი, ხელმწიფებანი და ძალნი და მერმე მთავრობანი, მთავარანგელოსნი და ანგელოსნი ადიდებენ, აქებენ და თაყვანისცემენ როგორც ღმერთსა და შემოქმედსა თვისსა და საუკუნოთა და სამარადისოთა სიხარულითა და შვებითა ქებისმეტყველებენ ღმერთსა და საუკუნითგან დიდებულსა და ქებულსა ყოველთაგან და ეს ლექსი - სასუფეველი - დაუსაბამოსა და დაუსრულებელს ღმრთის სამყოფელს ადგილს ჰნიშნავს, გონიერსა და წმიდა წმიდათასა. და რომ განხორციელდა სიტყვა ღმრთისა და ეზიარა ჩვენს ბუნებასა, მაშინ ჩვენცა გვაზიარნა საყოფელსა თვისსა, წმიდა მას წმიდათასა. და რომ განხორციელდა სიტყვა ღმრთისა და ეზიარა ჩვენს ბუნებასა, მაშინ ჩვენცა გვაზიარნა საყოფელსა თვისსა, წმიდა მას წმიდათასა, სადაც განღმრთობილნი იმყოფებიან საუკუნოდ დიდებად.
    და ამ მაღალსა და ზესთა ყოველთა მოგონებათასა სიკეთესა შინა მიგვიწოდს გვპატიჟობს გაუკვდაებითა გასაღმრთოებელად და მადლით ძედ ღმრთისა ცხოველისა სახელსადებლად და თავისთან სუფევად და დიდებად გარდაგვცვალებს და ყოვლისა საუკუნოსა შვებითა და სადაცა რომ არარა კვალი მწუხარებისა და ცვალებისა ოდესცა როისმე მიეხების და იპოვების. ნუ განვხსნდებით და მოგვცთუნდებით წუთისა და ამაოსა, ჟამიერისა და განსახრწნელისა სოფლისაგან და სოფლის ვნებათაგან, რომელნიცა რომ ჟამიერნი არიან და ანასდ განსაგდებელნი და ყოვლის მწუხარებისა და წყევისა და შეჩვენებისა მშობელნი, დახსნადნი და უჩინოდ განქარვებადნი, საოტებელნი და წარწყმედად მიმგდებნი ეშმაკთა სამღერელად, დამტანჯველნი და დიდებისაგან ღმრთისაი განმაშორებელნი და საუკუნოდ ტყვებად და საგლოველად მიმცემნი. და ვაი იმ დღისა და ჟამის შემსწრებთა ჯოჯოხეთში სამყოფად! ვინმე იტყოდეს და ან ვინმე გვარზე გამოთქვას იმათი საწყევარი და შესაჩვენები ყოფა და ტანჯვა, გლახ, საწყლად საგლოველთა და არცა როისმე ლხინებისა ღირსთა, რომელნიცა რომ არ შობილიყვნენ და არც გაეცნათ ცხოვრება. რავდენგზის იმათთვის საწადელი იქნებოდა! და თუ შემოვიდნენ სოფელში, მხეცად და პირუტყვად მაინც ყოფილიყვნენ და არა კაცად და სიტყვიერად. ამიტმ, რომ ყოველი უსიტყვი რომ მოკვდება, იმისი სიცოცხლე იმისი სისხლის ორთქლი არის. და როგორც იმისი სისხლი განქარდება, ისე იმ სისხლთან იმისი სიცოცხლეც თანვე გაჰყვება და უჩინო იქნება და არც რა საუკუნეობა რამა აქვსთ და ამისთვის უფრო სანატრელნი და საქებელნი არიან.
 
3