ავტორი:
დეკანოზი პ. ხელიძე
თემა:
სასუფეველი სამოთხე
სასუფეველი ცათა, კეთილმორწმუნენო, დამყარებული იყო ქვეყანაზე კიდევ იმ დროს, როცა ადამიანი გაჩნდა. ამ
სასუფეველი ცათა, კეთილმორწმუნენო, დამყარებული იყო ქვეყანაზე კიდევ იმ დროს, როცა ადამიანი გაჩნდა. ამ სასუფეველის სატახტო ქალაქი ამოთხე იყო, მეფე კი თვით უფალი, ქვეშევრდომი კი ადამიანი. კანონი - ადამიანის ღვთისადმი მორჩილება, და ნაყოფი ადამიანის ბედნიერება და ნეტარება. მაგრამ სასუფეველი ცათა ქვეყნად მალე გაქრა; ადამიანმა ვერ დაიცო პირველი გამოცდა, ურჩობა გამოირჩია, ღმერთს პატივი არ სცა, და სამოთხე დაკარგა; დამნაშავე ღმერთმა სამოთხიდან გამოაძევა, და იგი, ნაცვლად ნეტარებისა და ბედნიერებისა, ყოველგვარი უბედურების, გაჭირვების, შრომის, მწუხარების, ავადმყოფობის და სიკვდილის კერად იქცა.
მაგრამ კაცთმოყვარე ღმერთმა ადამიანის სამოთხიდან გაძევების შემდეგ, რა დაინახა მისი საბრალო ბედი, კვლავ მოინდომა ქვეყნად მისი სასუფეველის აღდგენა და მოუწოდა მას, ერთის მხრივ, ქვეყნად მოსული ქრისტე მაცხოვრის წყალობით; მეორეს მხრივ, ჩვენი რწმენის და სინანულის საშუალებით, არ უნდოდა რა ცოდვილის სამუდამო სიკვდილი. ამ მიზნით გამოცხადდა უფალი ქვეყანაზე, იწყო ქადაგება და სწავლა; შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა. თვით ადამიანს, რა თქმა უნდა, არ შეუძლია უკვე, რომ საკუთარი საშუალებით სასუფეველს დაბრუნებოდა, საიდანაც იგი გამოძევებულ იყო. მაგრამ თვითონ სასუფეველი მოვიდ ადამიანთან, უხსნის მას თავის კარებს და მოუწოდებს შესვლად; შეინანე მხოლოდ, ადამიანო, და აი შენთვის ღია არის ჩემს ნეტარებაში შემოსასვლელი კარები. შეინანე, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა!

|