სასუფევლის ძებნა და ღმრთის სიმართლის ბეჯითობა, ვინც სიწრფოეწბით გამოიდებს თავსა, ადვილია და საღმრთო

სასუფევლის ძებნა და ღმრთის სიმართლის ბეჯითობა, ვინც სიწრფოეწბით გამოიდებს თავსა, ადვილია და საღმრთო ძალის მინდობითა დაუღალველად საშოვნელი არის. და ვინც იჭვით დაუწყებს ძზებნასა და ორგულობით განიბოროტებს სულსა, ისინი ვერასდროს ვერ ეღირსებიან იმათს პოვნასა და იმათს შოვნასა. ყოველი კაცთ ნათესავი ყოვლისავე სჯულისა იმედობენ ცხოვნებისა სიმართლისა მოიმედობითა. და ღმერთმან ერთმან იცის და უწყის, ვინც ეღირსება ამ ნეტარებაში შესვლასა, ამისთვის რომე იწრო არს გზა და საჭირველი, რომელი მიიყვანებს ცხოვრებად საუკუნოდ და მცირედნი არიან, რომელნი ვლენან მას ზედა. სასუფეველის მაძებარნი ჯერ პირველად სიწრფოებით უნდა იყვნენ აღზრდილნი და მერმე მართლმადიდებლობით აღმსარებელნი და ამათში უნდა ცხოვრება მოეგოსთ უმანკო და მართალი, რომელნიც რომ ღმრთის კაცად ღირსნი იყვნენ სახელსადებელნი, და ისინი შეიძლებენ სასუფეველის მოძებნასაცა და სასუფეველის სიმართლის ღირსებასაცა. და რომ ამისთანანი კაცნი უფრო ბევრნი არიან, მაშ, რა უნდა ვქნათ? გვაქვს სხვა გზაც მოცემული და იმედი დადებული და ანაზდადცა და მაგალითადცა სახენი ნაჩვენებნი, რომელთაც რომ მიბაძვა დიდად საკმაროდ არის სამყოფი და სასუფეველში შემყვანი. გვყვანან ნოეს დროს წყლის რღვნით დამხრჩვალნი, მოსეს დროს უდაბნოში გველის კბენით მომწყვდარნი და ისევ გვალის მიხედვით მორჩენილნი. და რომელიც რომ სპილენძის გველი ძელზე აღამაღლა მოსემა, ისე ჩვენა გვაქვს ჯვარზე ამაღლებული მოსახედავაათა და საყურებლათა მისახედი და საყურებელი ცხოვრება ჩვენი იესო ქრისტე. და იმით ვსცხოვნდებით და სასეფეველს ვეღირსებით, ოღონდ რომ გვქონდეს სარწმუნოება მართალი საქმითა კეთილითა აღსარებული და გულითა წრფელითა შეყვარებული. და არის ასუფეველის მოძებნა მრავალგვარად და მრავალსახედ მისახედი და მოსაძებნი, ამიტომ რომ ასეთნი ეღირსნენ და შევიდნენ, რომ იმათი ცხოვრება ყოვლითურთ განწირული იყო და ვერვის დროს ვერ მოსაგონი, მაგრამ ცხონდნენ კი. და რომ რიცხვეულად გამოვითვალოთ, ცოდვილნი მონანულნი ბევრათასობით უფრო მეტნი არიან, ვინემდის მართალნი და წმიდანი კაცთ ნათესავისაგან აღმდგარნი. და როდეს რომ კაცთმოყვარებით ღმერთი, ძე ღმრთისაი გვამოვანი, აღდგა და გარდამოვიდა და მსხვერპლად ღმერთს მამას შეეწირა, მაშინ განეღო კარი სამოთხისაცა და სასუფეველის შესავალიცა დაუყენებლად არის იქ შემავალთათვის განხმული. ოღონდ ეს კი საჭიროდ არის ყოვლის სიტყვიერის კაცისათვის დადებული, რომ უნდა ყველანი ამას ვილოცევდეთ და ვბეჯითობდეთ, რომ ნიადაგ გვახსოვდეს აღსასრული, სიკვდილი, ცხოვნება და წარწყმედა და ამითი გონება და ნიადაგი ხსოვნება უთუოდ მაცხოვრება არის გონიერის კაცისა. და ნეტარ იმათ აღსასრულსა! და ამისთანა დასაბამი აქვს სასუფეველის ძებნასა.
 
3