
ავტორი:
არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი
თემა: სიმდაბლე
ჩვენ მოველით მოყვასისაგან სამსახურს და საშინლად გვეშინია იმისა, რომ აღმოვჩნდებით მსახურის მდგომარეობაში. თავს ვიმართლებთ ასაკით, უძლურებით, მდგომარეობით საზოგადოებაში, დაღლილობით, ავადმყოფობით და ა.შ. წარმოიდგინეთ, როგორ გარდაიქმნებოდა თქვენი ცხოვრება, თუ ამიერიდან წესად გაიხდიდით თანაგეგრძნოთ მოყვასისთვის და შეძლებისდაგვარად დახმარებოდით მას, როგორც უფალი ასწავლიდა თავის მოწაფეებს. გააანალიზეთ თქვენი ცხოვრება და შეეცადეთ დღეიდან იცხოვროთ ისე, რომ თავი დაიმდაბლოთ მონის მდგომარეობამდე. როგორც უფალი ამბობს: „რომელსა უნებს თქუენ შორის წინა ყოფაი, იყოს იგი თქუენდა მონა“ (მთ. 20.27). თუკი ასე მოიქცევით სულის კარნახით, წმინდა გულით, უეჭველად იგრძნობთ სიმდაბლის სიხარულსა და ნეტარებას.