
ავტორი:
არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი
წყარო:
აღსარების აგების გამოცდილება [გვ. 105]
თემა:
კეთილი საქმეები
დილის ლოცვებში ვკითხულობთ: არამედ რაითა მღვიძარედ ვიპოვნეთ აღდგომილნი საქმითა კეთილითა... რომელია ეს
დილის ლოცვებში ვკითხულობთ: „არამედ რაითა მღვიძარედ ვიპოვნეთ აღდგომილნი საქმითა კეთილითა...“ რომელია ეს „საქმე კეთილი“? ეს არის ყველა ის საქმე, შინ და გარეთ – სამსახურში, მონასტერში, რომელიც ჩვენ მოგვიჩინა უფალმა და პასუხს ვაგებთ მისი კეთილსინდისიერად აღსრულებისათვის, უპირველეს ყოვლისა, უფლის წინაშე. უმრავლესობას ამაზე არც უფიქრია და ამიტომაც ზერელედ ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, ხოლო გასამრჯელოს მიღება კი სრულად უნდოდა.
|