image

თემა: მარხვა

დიდად პატიოსან არს, საყუარელნო, მარხვაი, რამეთუ ყვის კაცი მსგავს ანგელოზთა. მარხვამან განწმიდნა და უბიწო ყუნა ყოველნი წმიდანი. მარხვამან ყუნა კეთილის მოქმედნი ზეცად აღმყვანებელ. არა ხოლო თუ მარხვასა საჭმელთა და სასუმელთასა ვიტყვი, არამედ რაითა დავიმარხნეთ თავნი ჩუენნი ყოვლისაგან ბოოტისა, სიხარბისა და მტერობისა და ძვირის-ხსენებისა და სიძულილისაგან და შფოთისა და ტყუილისა. არა ხოლო თუ მარხვაი მარტოდ გუამცნო ჩუენ მაცხოვარმან, არამედ განშორებაი ყოვლისაგან ბოროტისა, რომელი სძულს მას, და საქმედ კეთილთა სათნოებათა, რომელი რომელი უყუარან მას. ლოცვაი და მარხვაი, და მღვიძარებაი და მოწყალებაი გლახაკთაი, სიწმიდე და ძვირ-უხსენებლობაი, სიყუარული და სიმდაბლე, მოთმინებაი და სულგრძელებაი, ამათ ყოველთა მოგებაი გვიბრძანა ჩუენ უფალმან, და ოდეს ესე მოვიგნეთ, მაშინღა შეიწიროს ლოცვაი და მარხვაი ჩუენი და ღირს-მყვნეს ჩუენ სასუფეველსა მისსა, რაითა ვადიდებდეთ სახელსა წმიდასა მისსა, რომლისაი არს დიდებაი უკუნითი უკუნისამდე, ამენ
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები