
ავტორი:
არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი
თემა: განკითხვა
როცა ეკლესიის მსახურს ჩვეულებრივი ადამიანური სისუსტისა და ნაკლის გამო განვიკითხავთ, ამას ისეთი მიკერძოებითა და სიმკაცრით ვაკეთებთ, თითქოს თავისი ხორციელი ბუნებით მღვდელი ისეთივე ადამიანი არ იყოს, როგორც ჩენ. თუ გიფიქრიათ, მრისხანე და შეუწყალებელო მსაჯულნო, რომ როდესაც მღვდლად ეკურთხა, ამქვეყნიური უპატიობისათვის გასწირა ადამიანმა თავისი თავი, რათა ტაძრებში აღესრულოს ღმრთისმსახურება, და თქვენ ეზიაროთ ქრისტეს წმინდა საიდუმლოს, რათა ჩატარდეს ნათლობა, ზეთისცხება, პანაშვიდი, ცოდვათა შენდობა, რისი აღსრულებაც მღვდლის გარდა არავის შეუძლია. აი, თუნდაც ამ მადლისათვის, რაც იმ ადამიანების მეშვეობით გადმოდის თქვენზე უფლისაგან, რომლებმაც მღვდლად ხელდასხმასთან ერთად იტვირთეს ღვაწლი ნებაყოფლობითი მარტვილობისა, შეწყვიტეთ ბოროტი განკითხვა!