image

თემა: ზიარება

რატომაა გასაკვირი, რომ უფალი, სიტყვა-ღმერთი, შემოქმედი უხილავი და ხილული სოფლისა, ღვინოსა და პურს თავის პატიოსან სისხლად და ხორცად გადააქცევს? ამ პურსა და ღვინოში მაცხოვარი თავიდან როდი ხორციელდება (იგი განხორციელდა უკვე ერთხელ და ეს სრულიად საკმარისია საუკუნეების უსასრულო სიმრავლისათვისაც კი), არამედ ხორციელდება იგივე სხეულით, როგორაც უწინ უკვე განხორციელდა - ზუსტად ისევე, როგორც ხუთი პური გაამრავლა და დააპურა ათასნი. ბუნებაში უამრავია ისეთი საიდუმლო, რომელთა არსებობასაც ვერ ხსნის, ვერ სწვდება ჩვენი გონება და მიუხედავად ამისა, ისინი, არსებობენ თავისი იდუმალებით. ზუსტად იგივეა ცხოველმყოფელი სისხლისა და ხორცის შემთხვევაშიც: საიდუმლოა და გაუგებარი, თუ რანაირად უნდა იქცეს პური და ღვინო მაცხოვრის პატიოსან სისხლად და ხორცად, მაგრამ გასაგებია ეს ჩემთვის, თუ გაუგებარი, საიდუმლო სისხლისა და ხორცოსა რეალურად არსებობს, სახეზეა; ჩემს შემოქმედს (მე თიხა ვარ მისი და ღმერთმა შემქმნა სისხლით და ხორცით, სული ჩამიდგა) - როგორც ღმერთს ყოვლადბრძენსა და განუსაზღვრელად ყოვლისშემძლეს, უამრავი საიდუმლო აქვს: მე თვითონაც საიდუმლო ვარ ჩემი თავისთვის, როგორც გამჩენის ხელიდან გამოსული. სულს ჩემსას ღვთის სული ასაზრდოებს, სულს სულსა და ხორცს - ხორცი და სისხლი მისი.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები