image

თემა: მორჩილება

ჰოი თქვენ, ვინც ამ სულიერი ტანჯვის ასპარეზზე აპირებთ გასვლას, თქვენ, ვისაც ქრისტეს უღლის ტვირთვა გსურთ, თქვენ, ვისაც გინდათ, რომ ამიერიდან თქვენი უღელი სხვის ქედზე გადადოთ, ნებსით მონობას ესწრაფით, რათა მის ნაცვლად ჭეშმარიტი თავისუფლება მოიპოვოთ. თქვენ, ვინც ამ უდიდესი მორევის გადაცურვას სხვათა ხელზე დაყრდნობით ცდილობთ, იცოდეთ, რომ თქვენ მოკლე, მაგრამ უმკაცრეს გზას იგემებთ, რომელზედაც არსებობს მხოლოდ ერთი საცდური. მას თვითნებობა ეწოდება. ვინც სრულიად უარჰყო თვითნებობა ამ საკითხებშიც კი, რომელსაც კეთილად, სულიერად და ღვთისთვის სათნოდ მიიჩნევს, მან უკვე მიაღწია მიზანს, ვიდრე ღვაწლს შეუდგებოდა, რადგანაც მორჩილება არის უნდობლობა საკუთარი თავისა - ყველანაირ კეთილ საქმეში - თვით სიცოცხლის ბოლომდე
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები