image

თემა: მორჩილება

როდესაც ჩვენ უმანკოების განზრახვითა და გონიერებით გვსურს, ღვთისთვის მორჩილება ვიტვირთოთ და ჩვენი სხნა ყოველგვარი ეჭვის გარეშე სხვას მივანდოთ, მაშინ ამ გზაზე შედგომამდე, თუ ცოტაოდენი გამჭრიახობა და განსჯის უნარი გვაქვს, უნდა გამოვცადოთ, დავაკვირდეთ და, ასე ვთქვათ, გამოვიკვლიოთ ის მესაჭე, რათა შემდეგ მესაჭის ნაცვლად არ შეგვრჩეს უბრალო მენიჩბე, ექიმის ნაცვლად - სნეული, სრული უვნებელობით აღსავსე ადამიანის ნაცვლად - კაცი ვნებული, ნავსაყუდელის ნაცვლად - მორევი; და ამგვარად, განმზადებული წარწყმედა არ მოვიპოვოთ.
    მას შემდეგ, რაც ღვთისმსახურებისა და მორჩილების ასპარეზზე გავალთ, იმ ჟამიდან უკვე აღარანაირად აღარ უნდა გამოვცადოთ და განვსაჯოთ ჩვენი კეთილი მსაჯული და წინამძღოლი, თუნდაც მასში, როგორც ხორციელ კაცში, შეიძლება, ცოდვის მწიკვლიც შევნიშნოთ. თუ ასე არ მოვიქცევით და თავად ვიქნებით მსაჯულნი, მორჩილება აღარანაირად სარგებელს აღარ მოგვიტანს
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები