დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
თემა: სიწმინდე

ისეთი სათნოება, როგორიც სიწმინდეა, არ განიმარტება, რადგან არ ვიცით, რა არის იგი. ხშირად სცთებიან,

ისეთი სათნოება, როგორიც სიწმინდეა, არ განიმარტება, რადგან არ ვიცით, რა არის იგი. ხშირად სცთებიან, როდესაც ზნეობას სიწმინდესთან აიგივებენ. შესაძლოა, კაცი სრულიად ზნეობრივი იყოს, მაგრამ, იმავდროულად, დემონურიც.
    ვინ იტყვის, რომ მწიგნობარნი და ფარისეველნი ზნეობრივნი არ იყვნენ? მაგრამ სიწმინდე არ გააჩნდათ და უფლის მკვლელებად იქცნენ. სიწმინდე იმიტომ არის მარადიული ღირებულება, რომ მხოლოდ ღმერთშია, ისევე, როგორც ყოველი სათნოება. მარადისობაც ღმერთია, ამდენად, ეს ყოველივე განუმეორებელი და გამოუთქმელია. მხოლოდ შინაგანი გულისგულით, საკუთარი სულიერი გამოცდილებით შეგვიძლია მივხვდეთ, რა არის სიწმინდე, სიყვარული, სიკეთე...
 
0