თემა: ღმერთი

არამედ გითხრა ერთიღა უდიდესი, რომელი ქმნა უდიდეს - მამამან ჩვენმან ზეცათამან, რომელმან მისტუმრნა

არამედ გითხრა ერთიღა უდიდესი, რომელი ქმნა უდიდეს - მამამან ჩვენმან ზეცათამან, რომელმან მისტუმრნა ჩვენ, და დაკლა ჩვენთვის ძე თვისი საყვარელი და დაგვიდვა, სერი უკვდავებისა, რომელი ამას საწუთოსა კეთილითა აღგვავსებს და ცხოვრებასა საუკუნოსა დაგვიმკვიდრებს.
    იხილეთ, მორწმუნენო: დაგვიგო წმიდა ხორცი მისი საჭმელად ჩვენ მომყმართა მადლისაგან ღმრთისა და ცხოვრებისაგან და გვასვა წმიდა სისხლი მისი მოსატევებელად ცოდვათა ჩვენ მწყურვალთა საღმრთოისა სწავლისაგან, რომლისათვის დავით სულითა ღაღადებს და იტყვის რიგ ფსალმუნსა შინა: "ესე არს დღე, რომელ ქმნა უფალმან, ვიხარებდეთ და ვიშვებოდეთ ამას შინა".
    ვიხარებდეთ ჩვენცა სულითა მას მასპინძლობასა შინა, განძღეთ საჭმლითა წმიდითა ამით და გავითვრნეთ სულიერითა საღმრთოაითა ამის სასმელითა, განვცხრებოდეთ დღესა ამას შინა და განვისვენოთ საუკუნოსა მას ცხოვრებასა უფლისა თანა. მასპინძელი ჩვენი უხვ არს, სახლისა უფალი ჩვენი მოუკლებელ არს, მიმწოდებელი ჩვენი ჩვენთვის არა იძუნწვის. ვიხარებდეთ ჩვენცა, სტუმარნი ღმრთისანი, ტაბლასა ზედა ღმრთისასა.
    ჰეე, შეიყვარეთ თქვენცა, კაცნო, სტუმართმოყვარება და ჰბაძეთ ღმერთსა დამბადებელსა: უკეთუ ძე თქვენი ვერა დაუკლათ სტუმართა თქვენთა, დაუკალით სიხარულით კრავნი ცხოვართანი; ანუ ემსგავსენით მამათმთავარსა აბრაჰამს, და უკეთუ თვით არა თავს იდვათ მოყვანა ხბოისა და მზარეულობა, მონათა უბრძანეთ მხიარულებით ყოფა სამსახურისა სტუმართა თქვენთა; ანუ ემსგავსენით აზნაურსა მას მართალსა იობს, და უკეთუ შვიდნი ტაბლანი შვიდთა დღეტა ვერა განმზადნეთ და ვერა შესწირნეთ მსხვერპლნი ცოდვისათვის მათისა, ოდესცა გესტუმრნეს უცხონი, მაშინ უმასპინძლე კეთილად; ანუ ემსგავსე აბიმელიქ მღვდელსა, და უკეთუ არა გაქვნდეს საღმრთო შესაწირავთაგან, დაუგე კეთილითა გულითა, რა-იგი გაქვნდეს ხელთა შენთა, რამეთუ ესრეთ წერილ არს: "სჯობს მცირედი მართლისა, ვიდრე მრავალსა სიმდიდრესა ცოდვილთასა". ანუ ემსგავსე რააბ მეძავსა, და შეიწყნარენ სახლად შენდა უცხონი იგი, უკეთუ სამ დღე ვერ თავს იდვა, სამ ჟამ ოდენ უმასპინძლე და იგი კმა ყავნ; უკეთუმცა ემსგავსები სერეფთელ სიდონიას, არა გეტყვი სიყმილთა შინა თავთა და შვილთა განწირვასა, არამედ ემსგავსე სიხარულით სტუმართშეწყნარებასა.
    ქვრივი არა შეწუხებული იყო წარგებად საზრდოისა, რაიცა აქვნდა; არცა ელია ზრუნვიდა გლახაკისა მასპინძლისა წვევასა, ქვრივი არა იღებდა ვალსა, არამედ მცირედითა პურითა და ცეთითა ისტუმრა; არცა ელია სთვლიდა თითოფერთა სანოვაგეთა; ქვრივი არა ასმევდა ღვინოსა, არცა დათრობად აიძულებდა, არცა ელია ეტყოდა მასპინძელსა თვისსა სხვათა და სხვათა ჭაშნიკთა მოღებასა; ქვრივი არა უმზადებდა ხორცსა ნივთებითა შემკულსა, არცა ელია ითხოვდა ფერად-ფერადთა მოსამატთა. შეიყარნენ მას დღესა სტუმარი მდაბალი და მასპინძელი ცოტაისა მიმღებელი. არამედ იგი მცირე მას ჟამსა - დიდთა უდიდესი. ქვრივი არა მწუხარე იყო შვილთა სიყმილით მოწყვედისათვის, არამედ მხიარულ იყო სტუმრისა მოსვლისათვის. ქვრივი არა მალევდა მცირესა ფქვილსა, არცა ფუცვიდა მცირესა ზეთისა არაქონებასა, ვითარცა ძუნწნი მდიდარნი, არამედ სიხარულით ეტყდა ელიას:
    - მოვედ და შეჭამე საცხოვრებელი შვილთა ჩემთა. - ქვრივი არა უკან აქცევდა სტუმარსა, არა ეტყოდა - გლახაკ ვარ მე, მივედ მდიდრისა, უპოვარ ვარ მე, არა ძალმიც მასპინძლობა - არამედ სიხარულით აწვევდა - მოვედ, მოისწრაფე, უფალო ჩემო, შეჭამე, რაც მაქვს, და შვილითურთ მოვსწყდები და დამფალ მიწათა.
    თქვენცა, საყვარელნო, მასსა ემსგავს ენით სტუმართმოყვარებასა: უკეთუ სტუმარი მოგივლინოს უფალმან, განუმზადე სახლი და რა იგი აქვს, მიუძღვენ კეთილითა გულითა, რამეთუ მოციქული იტყვის: "სჯობს სტუმრობა მხლითა და გულითა კეთილითა".
    ნუ სწუხარ მოსვლასა ზედა სტუმრისასა, ნუ სდრტვინავ კეთილსა საქმესა ზედა, ნუ შეაწუხებ მხიარულად მოსრულსა კართა შენთა, ნუ უსასო ჰყოფ, რომესა უნდა დავანება სახლტა შენთა, რათა შენცა დაიმკვიდრო სტუმართმოყვარესა აბრაჰამს მამათმთავრისა და იობ პატიოსნისა და ღირს იქმნე ხილვად დიდისა ღმრთისა მამისა, რომელმან დაკლა ჩვენთვის ძე თვისი სიყვარულით, ოდეს გვისტუმრნა, რომლისა არს დიდება თანა დაუსაბამოსა ძით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
 
თემატური კითხვები
0