
ავტორი:
წმ. ისააკ ასური
წყარო:
ათასი კითხვა დედა-ეკლესიას [გვ. 181]
თემა:
მოწყალება
668. შეიძლება თუ არა ჩაითვალოს მოწყალებად ნატაცებით შეძენილის გაცემა?
668. შეიძლება თუ არა ჩაითვალოს მოწყალებად ნატაცებით შეძენილის გაცემა?
ერთმა წმინდანმა თქვა: „მოწყალემ თუ სიმართლე არ შეიძინა, ბრმაა“. ე.ი. საკუთარი ნაშრომისაგან უნდა გასცემდეთ მოწყალებას და არა ტყუილითა და უსამართლოდ შეძენილი ქონებიდან. და კიდევ, იგივე წმინდანი ბრძანებს: „თუ გსურს გლახაკთა შორის დათესო, საკუთარიდან დათესე. ხოლო თუ უცხოთაგან თესე, ღვარძლზე უმწარესი შეგექმნება“. მე კი ვიტყვი, თუკი მოწყალე სიმართლეზე არ ამაღლდა და უმართლესი არ იქნა, ასეთი არ არის მოწყალე.
|