
ავტორი:
წმ. იოანე კრონშტადტელი
თემა:
ცოდვა
ცოდვის ჩადენა ურგები საქმეა, უგუნურებაა. ცოდვილს სძულს თავის თავი, ზურგს აქცევს ადამიანების
ცოდვის ჩადენა ურგები საქმეა, უგუნურებაა. ცოდვილს სძულს თავის თავი, ზურგს აქცევს ადამიანების საკრებულოს, რადგან მისი შევიწროვებული ჭია-მატლ შესეული გულისათვის ყველანაირი საზოგადოება, რომელიც მასავით ფართო, ლაღი ცხოვრებით არ ცხოვრობს. ძნელი ასატანია, გაუსაძლისია, ცოდვილისათვის ღვთის გაჩენილი არე-მარე, ეს უკიდეგანო ქვეყანაც კი ვიწროა, რადგან ეს სოფელი მართალი, ყოვლად წმინდა უფლის შემოქმედებაა და რაკიღა ცოდვილი ღვთის კანონს არ მისდევს, სიყვარულის, მშვიდობის კანონს ვამბობ, მოკვეთილია ღვთისაგან, მას აღარააქვს ადგილი ამ ქვეყნად. ამიტომაა ფეხის დასადგამ ადგილს ვერ პოულობს, წრიალებს. უთვალთვალებს ღმერთი, საკუთარი სვინდისი და ღვთის ყველა ქმნილება.
|